15:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 10:38:46, 468 ნახვა

სამართალი
გრიგორიადისის დედა - პირდაპირ მივდივართ პრეზიდენტთან - ვიმედოვნებ, რომ ლაზარეს შეიწყალებს

პირდაპირ მივდივართ პრეზიდენტთან - ვიმედოვნებ, რომ ლაზარეს შეიწყალებს,- ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის შემდეგ განაცხადა.

როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ჰქონდა მოლოდინი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა.

"აქამდეც ვამბობდით, რომ თუ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს-თქო და ახლა პირდაპირ მივდივართ მასთან... კი, ველოდი, მაგრამ მაინც სანერვიულოა ეს ამბავი და ლაზარესაც, სავარაუდოდ, ასეთი განცდა ექნება, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ლაზარე დავიხსნათ ამათი კლანჭებიდან... ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ლაზარეს შეიწყალებს",- განაცხადა თამთა კალანდაძემ "მთავარ არხთან" საუბრისას.

ცნობისთვის, დღეს, 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტლებით, მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში სამიზნეები დაბომბა
ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics