|
2024-04-11 14:49:33, 401 ნახვა
ეკონომიკა
ზუგდიდში „ქართული თხილის საწარმო“ „თიბისი ბიზნესის“ მხარდაჭერით აშენდა
საქართველოში თხილის წარმოება განსაკუთრებით ბოლო 20-25 წლის განმავლობაში განვითარდა. ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი თხილი იწარმოება. ხილის ბაღთან, ციტრუსოვან კულტურებთან და ვენახთან შედარებით, 1 ჰექტარი თხილის ბაღის გაშენებას და შემდეგ მის მოვლას ბევრად ნაკლები დანახარჯები სჭირდება, რაც ფერმერისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია. საქართველოს რეგიონებს შორის სამეგრელოში თხილის კულტურა ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული. ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში არა ერთი თხილის გადამამუშავებელი საწარმოც აშენდა. სამი წლის წინ, ზუგდიდში, სოფელ კახათში თხილის გადამამუშავებელი საწარმო "თიბისი ბიზნესის" ფინანსური მხარდაჭერით გახსნა ირაკლი ლუკავამ და ახლა ყოველდღიურად 3 ტონამდე თხილს გადაამუშავებს. „ქართულ თხილის საწარმოში“ მუდმივად დასაქმებულია 50-მდე ადამიანი. თხილის აქტიური სეზონი აგვისტოში იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება, თუმცა საწარმო მთელი წლის განმავლობაში მუშაობს და წელიწადში 200 ტონამდე თხილის გულს გადაამუშავებს. „ჩვენ გადამუშავებული პროდუქცია 100%-ით გაგვაქვს ექსპორტზე, ძირითადად ევროპის ქვეყნებში. მაქსიმალურად ვცდილობთ, მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ და ქართულმა თხილმა თავისი ნიშა დაიმკვიდროს ევროპის ქვეყნებში. ზოგადად თხილის ექსპორტზე გატანა რთული პროცესი არაა, რადგან შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგიების დაცვით თხილი არ არის მალფუჭებადი პროდუქტი. თუმცა, გარკვეული სირთულეები ექსპორტთან დაკავშირებით მაინც რჩება,“ - განაცხადა ირაკლი ლუკავამ, „ქართული თხილის საწარმოს“ დამფუძნებელმა. ირაკლი ლუკავამ მეგობართან ერთად რამდენიმე წლის წინ ზუგდიდის რაიონის სოფელ კოლხიდაში მოცვის პლანტაციებიც გააშენა. კენკროვანი მცენარე 3 ჰა ფართობზეა გაშენებული, მხარდაჭერა "თიბისი ბიზნესთან" ერთად შეღავათიანი აგრო-კრედიტიდანაც მიიღო. წლევანდელ სეზონზე მოსავალს ელოდებიან, თუმცა არა იმდენს, რომ პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეძლონ. წელს კოლხიდაში მოწეული მოცვი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. სამომავლოდ კი როდესაც პლანტაციები სრულ მსხმოიარებაში შევა, ქართული მოცვიც ევროპისკენ აიღებს გეზს.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)