08:32 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 20:13:10, 399 ნახვა

მსოფლიო
კამერონი - ჯო ბაიდენს ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტის აუცილებლობაში ვეთანხმები

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის განცხადებით, ის ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტის აუცილებლობაში. ამის შესახებ კამერონმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კამერონი აღნიშნავს, ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან სამართლიანად მოითხოვს პაუზას საბრძოლო მოქმედებებში, რათა მოხდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მძევლების გათავისუფლება.

„ისევე, როგორც მე მოვითხოვე არაერთხელ, ასევე, ის სამართლიანად მოითხოვს ნეთანიაჰუსგან პაუზას საბრძოლო მოქმედებებში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად და მძევლების გამოსაყვანად“, - განაცხადა კამერონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics