05:49 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 19:56:38, 861 ნახვა

საზოგადოება
თბილისში პირველი საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი - Touch RGB გაიმართება

Touch Plarform-ის ორგანიზებით, 11 აპრილს საქართველოში პირველი საერთაშორისო დიზაინ ფესტივალი - Touch RGB-ს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, დედაქალაქის მერიის პროგრამის - „თბილისი - იუნესკო-ს მედია ხელოვნების ქალაქი“ მხარდაჭერით, 11-14 აპრილს, TEC-ის ისტორიულ პავილიონში, OUCHHH-ის მსოფლიოში ცნობილი იმერსიული ინსტალაცია - „ადამიანის უჯრედების ატლასი“ (THE HUMAN CELL ATLAS) იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული ინსტალაცია ხელოვნური ინტელექტის (AI) მონაცემთა სივრცითი ფერწერის შედეგად შექმნილი ადამიანის უჯრედების ვიზუალიზაციაა. 

"საქართველოში პირველ საერთაშორისო დიზაინ ფესტივალს სამი ძირითადი თემა აქვს: UI/UX დიზაინი, გენერირებული დიზაინი - (კრეატივი, AI, ახალი მედიები),  იმერსიული გამოცდილებები. ღონისძიება დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, სამუშაო შეხვედრებით და სხვადასხვა გართობი აქტივობით. 

ფესტივალის მიზანია, აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობების განვითარებასა და მსოფლიო ბაზარზე პოპულარიზაციაში შეუწყოს ხელი. ღონისძიებას გაუძღვებიან: MUSHO-ს დამფუძნებელი, Awwwards-ის ჟიურის პრეზიდენტი და Tekonauten-ის დამფუძნებელი, Nefflix - პროდუქტის წამყვანი დიზაინერი, Pentagram - კრეატიული დირექტორი: SJE-ის დამფუძნებელი, UX ტრენერი და მრავალი სხვა. 

აღსანიშნავია, რომ OUCHHH სტუდიამ შექმნა, დაახლოებით, 75 საჯარო ხელოვნების პროექტი ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: ტოკიო, ნიუ იორკი, ლოს ანჯელესი, მექსიკა, სიეტლი, ჩიკაგო, მაიამი, აბუ დაბი, მილანი, პარიზი, მელბურნი, შანხაი, პეკინი, ვაშინგტონი, მონრეალი, სან პაულო, სეული, რომი, ჰონგ კონგი, ჯაკარტა, სინგაპური, ლონდონი, ბარსელონა, ბერლინი, დუბაი და ა.შ.

სტუდიის ნამუშევრებმა მსოფლიო აღიარება და საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი ჯილდო მიიღო", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics