05:49 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 11:18:38, 339 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიქტორას პრანკიეტისს შეხვდა

საქართველოსა და ლიეტუვას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის აგრარულ საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

მინისტრმა ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„გასული წლის ბოლოს, ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, რასაც წინ მთელი რიგი რეფორმები უძღოდა. დღეს ჩვენ უფრო მეტი ინტენსიობით ვაგრძელებთ ამ პროცესს, რათა ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ამ გზაზე ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორას პრანკიეტისის განცხადებით, საქართველოს და ლიეტუვას ერთნაირი ისტორიული წარსული აქვთ, ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის ლიეტუვის გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოა. 

„ევროკავშირის წევრობა არ არის მიზანი, რომელსაც მიაღწევ და ამით ყველაფერი მთავრდება, ეს უწყვეტი პროცესია. მჯერა, რომ ძალიან მალე ერთად ვიქნებით ევროკავშირის დიდ ოჯახში. ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება, მოგისმინოთ თქვენ და გაგიწიოთ მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნა ვიქტორას პრანკიეტისმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის,აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის მიმართულებით, ლიეტუვა ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics