16:36 - 04 Jul, 2026
|
2024-04-07 15:47:14, 534 ნახვა
სამართალი
სასროლეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა
თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, 59 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული და რეანიმაცილ განყოფილებაში იყო. მას ჰქონდა დაზიანებული დამწვრობა თავის, გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირის, ორივე ზემო კიდურის. ამას ემატებოდა სასუნთქი გზების თერმული-ინჰალაციური დაზიანება და ბაროტრავმა, რაც აფეთქებამ გამოიწვია. თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. სამი დაშავდა, სამივე მათგანი დამწვრობის ცენტრში იქნა მოთავსებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)