08:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-05 15:07:12, 515 ნახვა

საზოგადოება
შსს - ადიგენში შსს-ს თანამშრომლები არიან მობილიზებული - მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ გასცდნენ შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს

დაბა ადიგენში, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები არიან მობილიზებული. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს არ გასცდნენ.

"მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ადიგენში მუსლიმებს ლოცვაში ხელს უშლიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics