09:39 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-04 22:04:30, 560 ნახვა

მსოფლიო
სიკორსკი - ნატომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში მისიის შექმნის შესახებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ალიანსი ომში შედის

ნატომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში მისიის შექმნის შესახებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ალიანსი ომში შედის, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სიკორსკი აღნიშნავს, ეს მისია მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ნატოს მისიის შექმნის შესახებ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევდივართ ომში, თუმცა ჩვენ ახლა შევძლებთ, უკეთესად გამოვიყენოთ ნატოს კოორდინაციის, წვრთნისა და დაგეგმვის შესაძლებლობები უკრაინის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics