|
2024-04-02 12:53:35, 440 ნახვა
სამართალი
იმერეთში, მდინარე რიონზე ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქეებმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში, მდინარე რიონზე, გასაბერი ნავიდან, თევზჭერის აკრძალული საშუალების - ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის 32 კილოგრამი თევზი. "თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული დიდი ოდენობით თევზი დაილუქა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-4 ნაწილით",- ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)