|
2024-03-29 14:19:58, 772 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ - ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი
თბილისის მერი გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებას, სადაც მან საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ფეხბურთელების დამსახურებაა და არა ფეხბურთის ფედერაციის. კახა კალაძემ „მავნებლური" უწოდა პარტია „ლელოს“ განცხადებას. მისი თქმით, საქართველოს ნაკრების წარმატება საერთო ძალისხმევის შედეგია. „აქედანაც კარგად ჩანს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. დარწმუნებული ვარ, მათ ნამდვილად არ გაუხარდათ ეროვნული ნაკრების გამარჯვება და წინსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ფეხბურთელების დამსახურება. თუმცა, მხოლოდ ისინი ვერაფერს გააკეთებდნენ, ერთიანი გუნდი რომ არ იყოს. ფეხბურთში მთელი ჩემი ცხოვრება მაქვს გატარებული და ძალიან კარგად ვიცი, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ფეხბურთელმა, რომელიც ჩამოდის ეროვნულ ნაკრებში, იფიქროს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, როგორ ითამაშოს საუკეთესოდ მინდორზე. ამისთვის მთლიანად ხელისუფლება და ზოგადად ფედერაცია არის ერთ-ერთი ორგანო, რომელიც ამ ყველაფერს კურირებს. ხელისუფლებამ ამ წლების განმავლობაში, მოახერხა ის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა. ამას უდიდესი გავლენა აქვს ყველაფერზე, მათ შორის სპორტზეც. ნახეთ, ბოლო წლებში სპორტში რამდენი გამარჯვება, წარმატება და მედალი გვაქვს. ეს იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ატარებს“,- განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ჩარტერული რეისით ჩამოაფრინა, რომ გუნდთან ერთად დროულად მომზადებულიყვნენ - ასეთ დამოკიდებულებებს კი, მოაქვს შედეგი. „ფედერაცია ყველა პირობას ქმნის ფეხბურთის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის - ინფრასტრუქტურის მოწყობა, ახალი მოედნები, ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და ა.შ. არ ვიცი საერთოდ ვინ არის ეს ადამიანი, რა შეხება აქვს ფეხბურთთან ან იცის თუ არა, რა არის ფეხბურთი. მინდა ვუთხრა მას, რომ ყველა ამ დეტალს მნიშვნელობა აქვს. საზოგადოებამ არ იცის და ვიტყვი, იყო რამდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც თავის კლუბში ცოტა გვიან ჰქონდა თამაში. იმისთვის, რომ ისინი სწრაფად ჩამოსულიყვნენ და სანაკრებო თამაშებისთვის მომზადებულიყვნენ, ფედერაციამ ჩარტერით ჩამოაფრინა. ეს დამოკიდებულება არსებობს ფედერაციის მხრიდან და სწორედ ამ ყველაფერს მოაქვს შედეგი. გულშემატკივრებს მივმართავ - არ მიაქციოთ ასეთ ბოროტ ადამიანებს ყურადღება. კანდიდატის სტატუსი რომ მივიღეთ, ხომ გახსოვთ მათი სახეები? ახლაც იგივე დღეში არიან. მათ არცერთი გაუხარდათ და არც - მეორე. საქართველო კიდევ ბევრჯერ იზეიმებს და ჩვენი ერთობით, ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებასაც მალე მიაღწევს“,- აღნიშნა კალაძემ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)