|
2024-03-22 16:15:42, 884 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჩინეთში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა The 108th China Food & Drinks Fair გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანია მონაწილეობდა. "ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მსგავსი მასშტაბური წარდგენა ქვეყანაში, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია; ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები პარტნიორებთან და პოტენციურ იმპორტიორებთან გამართეს. გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე დაესწრო. გამოფენის ფარგლებში, სპეციალურ სტენდზე, ღვინის მაგისტრმა ქესიდი დარტმა (ჩინეთი) სტუმრებს სხვადასხვა სახის ქართული ღვინო წარუდგინა. გამოფენა The China Food & Drinks Fair ჩინეთში 1955 წლიდან ტარდება და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოფენაა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით ღვინის მწარმოებელი და მილიონამდე ვიზიტორი ესწრება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგულ კომპანიასთან Meiburg Wine Media თანამშრომლობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)