17:31 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-18 14:41:12, 799 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახური - ბოლო 6 თვის მონაცემებით, „e-გეზი“-ის მებაჟე-ოპერატორების მიერ დარეგისტრირებულია 61 440 საბაჟო დეკლარაცია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ბოლო 6 თვეში "e-გეზი"-ის მებაჟე-ოპერატორების მიერ  დარეგისტრირებულია 61 440 საბაჟო დეკლარაცია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით მეტია.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, "e-გეზი"-ის კონცეფცია მნიშვნელოვნად ამცირებს გადასახადის გადამხდელთა დროს, ფინანსებს და საქართველოს მასშტაბით არსებულ გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ხელს უწყობს მომხმარებელთა რიგების განტვირთვას.

"საბაჟო სისტემაში მიმდინარე რეფორმა, რომელიც საბაჟო სერვისების გაციფრულებას უკავშირდება, გულისხმობს ბიზნესისთვის საბაჟო ფორმალობების ელექტრონული ფორმით მიწოდებას.

"e-გეზი" დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მოუსვლელად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვით, ელექტრონულად განახორციელონ ტვირთის გაფორმების პროცედურები. ამასთან, თვითმომსახურებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისების მიზნით, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა - eCustoms-ში დაშვებული პირების მიერ, საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმებისათვის მომსახურების უპირატესი/შეღავათიანი საფასურებია დადგენილი.

დამატებითი ინფორმაცია და ვიდეო სახელმძღვანელო  ელექტრონული განაცხადის შევსების წესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

ვიდეო სახელმძღვანელო https://www.youtube.com/watch?v=H0lBlpST9rQ&t=1s.

ელექტრონულად გამოგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე დეკლარაციის შევსების მოთხოვნა

https://rs.ge/ServicesCatalog?elservices&guid=E877D7400B5B5F52E053790214AC19D4.

წინასწარი დეკლარირება იმპორტი

https://rs.ge/ServicesCatalog?Preliminarydeclaringimport&guid=E877E297103A83BAE0537A0214ACEDF4

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, დისტანციური სერვისების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, დაგეგმილია მრავალი ახალი პროექტი, რომელთა განხორციელებაც კიდევ უფრო გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში საერთაშორისო ტვირთბრუნვის განვითარებაში",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics