20:32 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-14 14:10:28, 1503 ნახვა

ომი უკრაინაში
ტრამპი - ევროპამ იმდენი უნდა დახარჯოს უკრაინაში, რასაც აშშ ხარჯავს

ევროპამ იმდენი უნდა დახარჯოს უკრაინაში, რასაც აშშ ხარჯავს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა "ნიუსმაქსთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, "ევროპას უფრო მეტი საფრთხე ემუქრება, ვიდრე შეერთებულ შტატებს".

"მათი ეკონომიკა დაახლოებით იგივე ზომისაა, თუ ყველას გავაერთიანებთ, მათი ეკონომიკა ძალიან ახლოს არის ჩვენს ეკონომიკასთან. გარდა ამისა, მათ ჩვენზე ბევრად მეტი საფრთხე ემუქრებათ. ჩვენ შორის ოკეანეა, მათ შორის კი არა. ევროპა დაახლოებით 100 მილიარდი დოლარით ნაკლებს ხარჯავს უკრაინისთვის ფულის გადაცემაში და მე ვთქვი, რომ ეს არის ის, რასაც ნამდვილად უნდა მივხედოთ... 

ძალიან უსამართლოა აშშ-ის გადასახადის გადამხდელის მიმართ, როდესაც ჩვენ ვხარჯავთ მთელ ფულს, ან ფულის უმეტეს ნაწილს. ევროპამაც უნდა დახარჯოს. ვამბობ, უნდა გაათანაბრონ. უნდა გაათანაბრონ მასთან, რაც ჩვენ დავხარჯეთ. მათ ეს უნდა გააკეთონ და გააკეთებენ ამას, ისევე, როგორც გააკეთეს ნატოსთან დაკავშირებით. ისინი ამას გააკეთებენ, თუ ვინმე იქნება რომ ეს უთხრას. როგორ ფიქრობთ, ბაიდენი მოუწოდებს მათ და ეტყვის, რომ უნდა გაათანაბრონ? არა მგონია, რომ მას ეს ოდესმე უთქვამს",- აცხადებს დონალდ ტრამპი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics