|
2024-03-14 12:23:20, 1008 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ გაიმართება
"თიბისის" მხარდაჭერით, 14-19 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო“ წელს 23-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. „ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში“, 20 მარტის ჩათვლით, ცხადდება მასშტაბური, საერთაშორისო და პრესტიჟული ფოტოკონკურსი „ქოლგა“. ფოტო კონკურსის გამარჯვებულები ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. 2024 წლის ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო კადრი-Single Image, მობილური ფოტო, კონცეპტუალურ სერიაში დაშვებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტების ატვირთვა. ჟიურის წევრები არიან: სტივენ ბენსონი - ფოტოგრაფი /აშშ/, ჯეფრი ვოლინი - ფოტოგრაფი /აშშ/, დინა ოგანოვა - ფოტოგრაფი /საქართველო/, თინა შელჰორნი - გალერისტი, კურატორი /გერმანია/, სოლ რობინსი - ფოტოგრაფი /აშშ/, ჯესიკა ჰაინსი - ფოტოგრაფი /აშშ/, საპრიზო ფონდი 6000 დოლარი, პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს თითოეულს 1500-1500 დოლარი გადაეცემათ. საუკეთესო ერთი კადრის ნომინაციაში გამარჯვებულებს 1000, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციაში გამარჯვებულს - 500 დოლარი. კონკურსში მონაწილეობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია. „ქოლგა თბილისი ფოტო“ 2024 წლის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2024 წლის 14 მაისს. ქოლგა თბილისი ფოტო 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. "თიბისისთვის" კი ახალგაზრდა თაობის განათლება და მათი მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე წლებია "თიბისი" ქოლგა თბილისი ფოტოს ერთგული მხარდამჭერია.
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)