20:33 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-13 23:52:08, 1598 ნახვა

ომი უკრაინაში
შეერთებული შტატები განიხილავს ATACMS რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას - Wall Street Journal

შეერთებული შტატები, რომელიც ადრე უარს ამბობდა ATACMS ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების უკრაინაში გადაცემაზე, ახლა ამ მიწოდების ნებას რთავს, წერს Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, ეს განპირობებულია პენტაგონის მიერ ახალი თაობის სისტემის შეძენაში, სახელწოდებით Precision Strike Missile.

გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა კიევს გაუგზავნა მცირე რაოდენობის რაკეტები 160 კმ-მდე დიაპაზონით, რისი წყალობითაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს რუსული ჯარების აღჭურვილობაზე დარტყმა ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანსკში აეროდრომებზე.

შემდეგ New York Times-მა დაწერა, რომ თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწინააღმდეგებოდა უფრო დიდი მანძილის (290 კმ-მდე) რაკეტების მიწოდებას. მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ასეთი რაკეტების მხოლოდ შეზღუდული მიწოდება აქვს და მათი კიევისთვის მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს თავდაცვისუნარიანობის შემცირება.

Precision Strike Missile სისტემის შეძენა ამ დაბრკოლებას მოხსნის კიევისთვის რაკეტების მიწოდებაზე, თუმცა ამერიკელი ოფიციალური პირები ჯერ არ ადასტურებენ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, აღნიშნავს WSJ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics