|
2024-03-11 15:48:41, 639 ნახვა
საზოგადოება
თანდილაშვილი - მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელის გამკაცრების თაობაზე
დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მედიასთან კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის იმ ინიციატივის შესახებ გააკეთა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს და რომლის საფუძველზეც დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელი გამკაცრდება. „მთავრობის სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გაჟღერდა. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის 44% დაფარულია ტყეებით. ტყეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია ჩვენი ქვეყნისთვის, ტყეები ძალიან დიდი სიმდიდრეა; ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტების მიმართ კანონმდებლობა იყოს მაქსიმალურად გამკაცრებული. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები ფიქსირდება. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა იყოს მაქსიმალურად მკაცრი. პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ასეთი ფაქტების პრევენცია და ამ ყველაფერს ბუნებრივია უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი. აქვე ვიტყვი, რომ ბოლო წლებში ჩავატარეთ ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამაც გამოავლინა, რომ ჩვენი ქვეყნის ტყეებს, კიდევ უფრო მეტი გაფრთხილება სჭირდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობდა კონტროლის გამკაცრების მიმართულებით. კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელი და მნიშვნელოვანი იქნება კონტროლის მექანიზმების გამკაცრებაც“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)