23:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-06 10:27:14, 701 ნახვა

საზოგადოება
კალაძის განცხადებით, 9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტზე გავა

9 მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დაემატება, რომლებიც N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურებიან. 

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე იმ მარშრუტებზე გადის, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდება. 

„9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურებიან. როგორც მოგეხსენებათ, 12-მეტრიანთან შედარებით, 18-მეტრიან ავტობუსს 86%-ით მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ თავდაპირველად, სწორედ ის მიმართულებები შევარჩიეთ, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდებოდა. პირველ რიგში, ახალი ავტობუსები სწორედ ამ მარშრუტებზე გავუშვით, რომ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალება მოგვეცეს. N302 და N308 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები უკვე მოძრაობენ, 9 მარტიდან კი ავტობუსები გავა N314-ზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ახალი ავტობუსები 16 მარტიდან N301 მარშრუტზე იმოძრავებენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics