|
2024-03-04 11:09:16, 923 ნახვა
მსოფლიო
კამალა ჰარისი - ღაზაში ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ღაზაში, ტანჯვის უზარმაზარი მასშტაბის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. როგრც ჰარისმა ალაბამაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" შეთანხმების პირობებს უნდა დაეთანხმოს. "ღაზაში, ტანჯვის უზარმაზარი მასშტაბის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. მაგიდაზე არის შეთანხმება და როგორც უკვე ვთქვით, "ჰამასი" უნდა დაეთანხმოს ამ შეთანხმებას. ღაზაში ხალხი შიმშილობს. პირობები არაადამიანურია. ისრაელის მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს დახმარების ნაკადის საგრძნობლად გაზრდისთვის. ამას არანაირი გამართლება არ აქვს",- ამბობს ჰარისი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისრაელი ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების 6 კვირით შეჩერებას დათანხმდა. აღნიშნულის შემდეგ ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "ჰამასი" უარს ამბობს ისრაელისთვის ცოცხალი მძევლების სიის მიწოდებაზე, რის გამოც ისრაელი ეგვიპტეში მომლაპარაკებელთა ჯგუფს არ გაგზავნის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)