|
2024-03-02 15:42:43, 752 ნახვა
მსოფლიო
სანდუ - მოლდოვა გზაჯვარედინზეა - EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ქვეყნის გაერთიანების ისტორიული შესაძლებლობაა
მოლდოვა ახლა გზაჯვარედინზეა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ჩვენი ქვეყნის გაერთიანების ისტორიული შესაძლებლობაა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დნესტრისპირეთის კონფლიქტში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა. როგორც მოლდოვის პრეზიდენტი აღნიშნავს, მოლდოვის საზოგადოებაში უთანხმოების ჩამოგდებას ვერავინ შეძლებს. „როდესაც ვიხსენებთ 1992 წელს დნესტრზე მომხდარ საბრძოლო მოქმედებებს, ჩვენ პირობას ვდებთ, რომ არ დაუშვებთ ამ ტრაგედიის განმეორებას. და მაშინაც კი, თუ არსებობენ ძალები, რომლებიც აგრძელებენ ჩვენს შორის უნდობლობისა და უთანხმოების დათესვას, მე გარკვევით და ხმამაღლა ვამბობ: მათ არ გამოუვათ - არც ახლა და არც მომავალში. დნესტრის ორივე მხარეს ხალხს არაფერი აქვს გასაყოფი, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ – კიშინეუში თუ ტირასპოლში, ბელციში თუ ბენდერიში, კომრატიში თუ ტარაკლიაში. მოლდოვის ხალხი მშვიდობასა და თავისუფლებას ისე აფასებს, როგორც არასდროს“, - განაცხადა მაია სანდუმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)