|
2024-03-01 18:39:18, 753 ნახვა
მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე კი, ალექსეი ნავალნის სამოქალაქო პანაშვიდი მარინოში, ღვთისმშობლის ხატის მოსკოვის ეკლესიაში გაიმართა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად გამკაცრებული იყო და ადგილზე სპეცრაზმი და პოლიცია იყო განლაგებული. შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 თებერვალს გაავრცელა. რეგიონული სამმართველო ირწმუნებოდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბი იყო. მოგვიანებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ალექსეი ნავალნის დედისთვის, ლუდმილა ნავალნაიასთვის ნაჩვენებ სიკვდილის შესახებ სამედიცინო დასკვნაში ნათქვამია, რომ სიკვდილის მიზეზები ბუნებრივი იყო. ნავალნის ცხედარი 24 თებერვალს, მის დედას გადაეცა. აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა აქტივები გაუყინა რუსეთის იმ ციხის მაღალჩინოსნებს, რომელშიც რუსი ოპოზიციონერი გარდაიცვალა. გარდა ამისა, ნავალნის თანამებრძოლებმა პოლიტიკოსის სიკვდილის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად €100 000-ს ოდენობით ფულადი ჯილდო დააწესეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)