23:28 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-28 10:26:47, 1388 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯონ კირბი - უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარს არ გაგზავნის.

როოგრც კირბიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ერთადერთი ამერიკელი სამხედრო პერსონალი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, საელჩოს თავდაცვის ატაშეს ოფისის ნაწილია.

"უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან",- თქვა კირბიმ.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ "უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხული არაა".

აღნიშნულის შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ დაადასტურა, რომ უკრაინაში ჯარის გაგზავნის საკითხზე დისკუსია გაიმართა, თუმცა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

საკითხს გამოეხმაურნენ კრემლში და თქვეს, რომ დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნა რუსეთისა და NATO-ს პირდაპირ დაპირისპირებას გამოიწვევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics