|
2024-02-26 15:53:45, 723 ნახვა
მსოფლიო
მარია პევჩიხის განცხადებით, ალექსეი ნავალნის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულზე გაცვლა იგეგმებოდა
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლების ცნობით, პოლიტიკოსის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მისი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულზე გაცვლა იგეგმებოდა. ნავალნის მოკავშირე მარია პევჩიხის განცხადებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, "ცხადი გახდა, რომ ნავალნი ნებისმიერ ფასად უნდა გამოეყვანათ ციხიდან", რის შემდეგაც, მისმა მომხრეებმა გადაწყვიტეს, მისი გაცვლა მოეწყოთ დასავლეთში დაპატიმრებულ ერთ-ერთ რუს ჯაშუშზე. მისივე თქმით, ალექსეი ნავალნი და აშშ-ის ორი მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ვადიმ კრასიკოვზე უნდა გაეცვალათ, მოლაპარაკებები კი, ფინალურ ეტაპზე იყო. "ამ ისტორიას გიყვებით, რათა პასუხი გქონდეთ კითხვაზე, რატომ მოკლეს ნავალნი ახლა. პუტინს ნათლად გააგებინეს: კრასიკოვის მიღების ერთადერთი საშუალება - ნავალნიზე მისი გაცვლაა... 15 თებერვლის საღამოს, მე მივიღე დადასტურება იმაზე, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ფინალურ სტადიაზე იყო. 16 თებერვალს ალექსეი მოკლეს“, - განაცხადა პევჩიხმა. აღნიშნულს ადასტურებს ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიშმაც. მისი თქმით, "რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეთავაზება გაუკეთეს და ნავალნი ზუსტად იმ დღეებში უნდა გაეცვალათ". შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 თებერვალს გაავრცელა. რეგიონული სამმართველო ირწმუნებოდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბი იყო. მოგვიანებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ალექსეი ნავალნის დედისთვის, ლუდმილა ნავალნაიასთვის ნაჩვენებ სიკვდილის შესახებ სამედიცინო დასკვნაში ნათქვამია, რომ სიკვდილის მიზეზები ბუნებრივი იყო. ნავალნის ცხედარი 24 თებერვალს, მის დედას გადაეცა. აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა აქტივები გაუყინა რუსეთის იმ ციხის მაღალჩინოსნებს, რომელშიც რუსი ოპოზიციონერი გარდაიცვალა. გარდა ამისა, ნავალნის თანამებრძოლებმა პოლიტიკოსის სიკვდილის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად €100 000-ს ოდენობით ფულადი ჯილდო დააწესეს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)