23:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-24 12:14:54, 919 ნახვა

მსოფლიო
იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო კიევში ჩავიდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იტალიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი კიევიდან დიდი შვიდეულის (G7) სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად ვიდეოკონფერენციას გამართავს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების 2 წლისთავზე კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics