04:53 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-20 23:56:29, 1468 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - აშშ დროულად რომ დაგვხმარებოდა, ავდეევკას არ დავკარგავდით

აშშ დროულად რომ დაგვხმარებოდა, ავდეევკას არ დავკარგავდით, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

როგორც კულება აღნიშნავს, უკრაინის არმიაში იარაღის დეფიციტი შეიქმნა და ავდეევკაში მებრძოლებს უკან დახევა მოუწიათ იმის გამო, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დამატებითი დახმარების შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

„ხალხმა უნდა გაიგოს ერთი მარტივი რამ. კანონის მიღება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის შემდეგ დრო სჭირდება მასალების ფრონტზე გაგზავნას. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ლოჯისტიკა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ჯარისკაცები თმობენ სიცოცხლეს, ცხოვრობენ ფრონტის ხაზზე, იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქი ავდეევკა რუსმა ოკუპანტებმა აიღეს, უკრაინული ჯარი პოზიციებს ქალაქის მისადგომებთან ამაგრებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics