|
2024-02-14 14:03:24, 1004 ნახვა
ეკონომიკა
Galt & Taggart-მა Pepsico კავკასიის წლიურ შეხვედრაზე ეკონომიკური და სექტორული პრეზენტაცია წარადგინა
გალტ & თაგარტმა Pepsico კავკასიის წლიურ კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკის და FMCG (სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო საქონელი) სექტორის მიმოხილვა წარადგინა. ღონისძიებაზე გალტ & თაგარტის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს და რეგიონის ეკონომიკებში მიმდინარე ტენდენციები და პროგნოზები, ასევე FMCG სექტორის კვლევის მიგნებები გაუზიარეს. გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში FMCG სექტორის ზომა თითქმის გაორმაგდა და 2023 წელს 21 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან ბრენდული ქსელები ბაზრის 39%-ს იკავებს. ამ კუთხით მკვეთრი ზრდა ფიქსირდება 2018 წელს მაჩვენებლიდან, რაც 22%-ს შეადგენდა. ბაზრის დანარჩენი ნაწილი არაბრენდულ მაღაზიებს, აფთიაქებსა და არაფორმალურ ვაჭრობას უჭირავს. ამასთან, FMCG ბაზრის 48% თბილისშია კონცენტრირებული, ხოლო დანარჩენი რეგიონებზე მოდის, საიდანაც ყველაზე დიდი წილი აჭარას და იმერეთს უკავია. ბუნებრივია, რომ FMCG პროდუქციაზე ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე მეტს ხარჯავს, თუმცა ბოლო 2 წელიწადში სექტორის ზრდაში დიდი კონტრიბუცია ტურისტებმა და მიგრანტებმა შეიტანეს. ამასთან, გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, FMCG ბაზარზე ყველაზე მეტი - 70% - საკვებ პროდუქტებზე იხარჯება, რასაც მოსდევს სასმელები და თამბაქო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა FMCG სექტორის სამომავლო განვითარების ხედვაზე, რაც კვლევაზე დაყრდნობით გამოიკვეთა. გალტ & თაგარტის სექტორული კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, კახა სამყურაშვილმა გეოგრაფიული ექსპანსიის, ფორმატების დივერსიფიკაციის აუცილებლობის, პროდუქციის ასორტიმენტის ზრდის, საკუთარი წარმოების განვითარების საჭიროებისა და მომხმარებლების სეგმენტაცია-დიჯიტალიზაცის (ელ-კომერცია, მონაცემთა ანალიზი და პერსონალიზაცია) შესახებ ისაუბრა.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)