04:28 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-13 20:28:04, 857 ნახვა

მსოფლიო
კაია კალასი - ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის ინსტრუმენტები არ შეცვლილა - უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებ

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში შეყვანის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც კალასი აღნიშნავს, აღნიშნულის გამო ის გაჩერებას არ აპირებს და უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის ინსტრუმენტები არ შეცვლილა. ისტორიის განმავლობაში რუსეთი თავის რეპრესიებს ფარავდა ე.წ. სამართალდამცავი ორგანოებით. ეს ვიცი ჩემი ოჯახის ისტორიიდან, როდესაც ბებია და დედაჩემი ციმბირში გადაასახლეს, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა დაკავების ორდერი გასცა“, - განაცხადა კალასმა.

ცნობისთვის, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასზე ძებნა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics