|
2024-02-03 18:43:56, 1468 ნახვა
სამართალი
სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურა სხდომაზე ბრალდებულების მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მათ 3 000-3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა მიყენებული ზარალი აანაზღაურეს, აღარ არსებობდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები. შეგახსენებთ, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლება დაიწყეს. ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამართალდამცველებმა 20 პირი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)