|
2024-01-29 14:16:18, 1145 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ & თაგარტმა“ FMCG ბაზრის შესახებ კონფერენცია გამართა
"გალტ & თაგარტმა" სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო პროდუქციის - FMCG სექტორის შესახებ საინვესტიციო კვლევა წარადგინა, სადაც ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა და სექტორის განვითარების პოტენციალია გაანალიზებული. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის მოთამაშეები, ინვესტორები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. ამასთან, კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ რეგიონის ქვეყნების FMCG ბაზრის წარმომადგენლები, რომელთაც ბაზრის მოთამაშეებს რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე ტენდენციები გაუზიარეს. კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში FMCG სექტორის ზომა თითქმის გაორმაგდა და 2023 წელს 21 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან ბრენდული ქსელები ბაზრის 39%-ს იკავებს, რაც 2018 წელს არსებული 22%-დან მკვეთრი ზრდაა. ბაზრის დანარჩენი ნაწილი არაბრენდულ მაღაზიებს, აფთიაქებს და არაფორმალურ ვაჭრობას უჭირავს. ამასთან, FMCG ბაზრის 48% თბილისშია კონცენტრირებული, ხოლო დანარჩენი რეგიონებზე მოდის, საიდანაც ყველაზე დიდი წილი აჭარას და იმერეთს უკავია. ბუნებრივია, FMCG პროდუქციაზე ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე მეტს ხარჯავს, თუმცა ბოლო 2 წელში სექტორის ზრდაში ტურისტების და მიგრანტების კონტრიბუციაც დიდი იყო. ამასთან, "გალტ & თაგარტის" კვლევის მიხედვით, FMCG ბაზარზე ყველაზე მეტი, 70% საკვებ პროდუქტებზე იხარჯება, რომელსაც მოჰყვება სასმელები და თამბაქო. აღსანიშნავია, რომ ბაზრის ტენდენციების უკეთ გასაანალიზებლად, "გალტ & თაგარტმა" კომპანიების გამოკითხვა ჩაატარა, რაც ოფიციალურად ხელმისაწვდომ მონაცემებთან ერთად ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების რეალურ დროში შეფასების საშუალებას იძლევა. ეს ინფორმაცია, სექტორის გლობალური ტენდენციების ცოდნასთან ერთად, "გალტ & თაგარტს" საშუალებას აძლევს დარგის მოთამაშეებს სტრატეგიული განვითარების ხედვა შესთავაზოს. კერძოდ, კვლევა პასუხობს შემდეგ კითხვებს - რომელ რეგიონებშია ბრენდული ქსელების გაფართოების პოტენციალი; რა ფორმატის მაღაზიებია სწრაფად მზარდი; პროდუქტების რა ასორტიმენტზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და მომხმარებლის რა სეგმენტებზე უნდა ფოკუსირდნენ კომპანიები მომავალი 5 წლის განმავლობაში. „სექტორების სიღრმისეული შესწავლა და ამის საფუძველზე ინვესტორებისათვის საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარება ჩვენი მთავარი ამოცანაა. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი კონფერენციაც, რომ ბაზრის მოთამაშეებს გავუზიაროთ FMCG-ის სექტორის ტენდენციები, ანალიტიკა და მოლოდინები სწრაფად ცვალებად გარემოში. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით გლობალურ და რეგიონის ქვეყნების FMCG ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების ანალიზი დარგისთვის ღირებულია, რასაც დღევანდელი ჩვენი კონფერენცია ემსახურება“, - განაცხადა "გალტ & თაგარტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან შავკაციშვილმა. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)