15:42 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-28 15:33:34, 607 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია ანკარაში „შუა დერეფნის“ საერთო კრებას დაესწრო

"საქართველოს რკინიგზის" დელეგაცია, გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით, ანკარაში  ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) მმართველი და საერთო კრების შეხვედრებს დაესწრო.

"საქართველოს რკინიგზის" ცნობით, "შუა დერეფნის" მონაწილე ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების, საპორტო ინფრასტრუქტურის და საზღვაო გადამზიდავების ხელმძღვანელებმა  2023 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და შედეგები წარადგინეს, ასევე 2024 წლის გეგმებზე ისაუბრეს.

"ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტისადმი მიძღვნილი "მრგვალი მაგიდაც" გაიმართა. დისკუსიებში, რომელიც "შუა დერეფანში" არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს ეხებოდა, საერთაშორისო ინსტუტების ექსპერტები, ტვირთმფლობელები, ფორვარდერები, თურქეთის და "შუა დერეფნის" ქვეყნების ბიზნესწრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიიის Middle coridore Multimodal LTD -ის მმართველობის პირველი საერთო კრებაც გაიმართა.

შეხვედრაზე ახლად დაფუძნებული კომპანიის მიერ უახლოეს თვეებში განსახორციელებელი ორგანიზაციული და საოპერაციო საქმიანოებები განიხილეს",- აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics