02:19 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-14 19:00:06, 1169 ნახვა

სამართალი
მედია - საბერძნეთში საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციის წევრები, მათ შორის საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მათ ბრალად ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა ედებათ. პოლიციამ დაჯგუფების წევრების მიერ ძარცვის, ქურდობის, გატაცების, გამოძალვის, ფულის გათეთრების და ა.შ. ფაქტები დააფიქსირა. 

მათივე ინფორმაციით, დააკვებულებმა ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინა და ასევე, ატიკში და მის მახლობლად 35 სახლი და საწყობი გაქურდეს. 

სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 451 ევრო, 4 მანქანა, ნარკოტიკული ნივთიერებები, ალკოჰოლური სასმელები, ლეპტოპები, მობილური ტელეფონები, სიმ-ბარათები, ნახატები, ჭურჭლის ნაკრებები და ა.შ.

არსებული ინფორმაციით, დაჯგუფებამ საქმიანობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics