|
2024-01-09 14:41:16, 1165 ნახვა
სამართალი
თბილისში მკვლელობა მოხდა - ახალგაზრდა ქალი ქმრისგან მიყენებული ჭრილობებით კლინიკაში დაიღუპა
თბილისში, ვარკეთილში მკვლელობა მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ქმრისგან მიყენებული ჭრილობებით სამედიცინო დაწესებულებაში დაიღუპა. ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობით 27 წლის ქალი ინგორყვას სახელობის კლინიკაში დღეს გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. "მთელ სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები. შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. მაშინვე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და საოპერაციო ბლოკში, სადაც სამწუხაროდ, მალევე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი",- განაცხადა ექიმმა "ფორმულასთან" საუბრისას. არსებული ინფორმაციით, კლნიკაშია გადაყვანილი მამაკაციც, რომელმაც მომხდარის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)