|
2024-01-01 02:54:10, 1091 ნახვა
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი - 2024 წელს ვხვდებით მშვიდობიან და ევროპულ საქართველოში, უფრო თავდაჯერებულნი და გაძლიერებულნი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს. თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველომ მისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებას მიაღწია და ყველამ ერთად, დამსახურებულად და ღირსეულად, მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. შალვა პაპუაშვილი მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისა და ნდობისთვის. ,ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო,ახალ წელს ამაღლებული და მართლაც სადღესასწაულო განწყობით ვხვდებით.საქართველომ მისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებას მიაღწია - ჩვენ, ყველამ ერთად, დამსახურებულად და ღირსეულად, მოვიპოვეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.თქვენი მუდმივი გვერდში დგომით და მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო უდიდეს გამოწვევებთან გამკლავება; ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა რადიკალიზმს და ნდობა გამოუცხადა მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებულ და ეროვნულ ინტერესებზე დამყარებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. შედეგად, ახალ, 2024 წელს ვხვდებით მშვიდობიან და ევროპულ საქართველოში, უფრო თავდაჯერებულნი და გაძლიერებულნი. გილოცავთ და მადლობას გიხდით თქვენი მხარდაჭერისა და ნდობისთვის. მადლობას ვუხდი თავდაცვის ძალებს, პოლიციელებს, მეხანძრე-მაშველებს, სამედიცინო პერსონალს, საჯარო მოხელეებს, ყველას, რომელთა პროფესიონალიზმმა, თავდადებამ და სამშობლოს სიყვარულმა გააძლიერა ჩვენი ქვეყანა და მას, 2023 წლის სტიქიებით დამძიმებულ წუთებშიც კი, უკეთესი მომავლის იმედი შეუნარჩუნა.ახალ წელს ვულოცავ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს, ქართულ დიასპორას და ქართველი ხალხის ყველა მეგობარს. მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი სამშობლოს ერთიანობის და ევროპული მომავლის წარმატებით შენებას.ახალ წელს ვულოცავ დედა-ეკლესიას, რომელიც არის ჩვენი ხალხის სულიერი წინამძღოლი და ღირსეულად დგას ჩვენი სულიერების და ღირებულებების სადარაჯოზე.ამ დღეს განსაკუთრებულად ვულოცავ ჩვენს მშობლებს, რომლებმაც ახალი წლის ტრადიციებს გვაზიარეს და ჩვენს მომავალ თაობას - ჩვენს შვილებს, რომლებსაც დღეს ამ ტრადიციებს ვუზიარებთ. თაობებს შორის ტრადიციების უწყვეტი ჯაჭვი, არის ის, რამაც ჩვენი ათასწლოვანი ერის თვითმყოფადობა შეგვინარჩუნა.მინდა, კიდევ ერთხელ, მოგილოცოთ ყველას ახალი 2024 წელი; გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, ჩვენი სამშობლოს წინსვლა და გამარჯვება,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საახალწლო მილოცვაში.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)