04:47 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-27 14:15:59, 564 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურა - საპროკურორო საბჭოსთვის ანგარიშის წარდგენა შოთა ტყეშელაშვილმა გახსნა

საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, შოთა ტყეშელაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, შოთა ტყეშელაშვილმა საბჭოს ახალი წევრები წარადგინა, რომლებიც ოქტომბერში, პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორებმა და გამომძიებლებმა არჩევნების გზით აირჩიეს.

"საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში საქართველოს პროკურატურის როლს და უწყების წარმომადგენლებს ქვეყნის ისტორიული წარმატება მიულოცა.

შოთა ტყეშელაშვილმა ასევე ისაუბრა მიმდინარე თვეს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობით, პროკურატურის დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ექსტრადიციისა და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულებების პარაფირება განხორციელდა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics