03:45 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-27 10:11:57, 1013 ნახვა

სამართალი
სააგენტო - 2023 წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 105 ფაქტი გამოვავლინეთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1105 ფაქტია გამოვლენილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჯამურად, ჩამორთმეულია უკანონოდ მოპოვებული 1 500 კუბურ მეტრამდე მერქნული რესურსი. კანონდარღევევბს შორისაა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროებიც. სამართალდარღვევები, რომლებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე, უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით სამინისტროსა და სამინისტროს შესაბამის უწყებებში მუშაობა აქტიურად გრძელდება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.

ქვეყნის მასშტაბით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია „საქმიან ეზოებში“, საიდანაც მათი რეალიზაცია ხდება.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics