08:27 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 22:34:18, 686 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, სრულად, დაახლოებით, 400 000 ადამიანს დაუფინანსდება

ერთის მხრივ, ვაფართოებთ ქრონიკული მედიკამენტების სიას, მეორეს მხრივ კი, მნიშვნელოვნად ვზრდით პროგრამის ბიუჯეტს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, სრულად მიიღონ მთელი წლის განმავლობაში საჭირო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები. ცვლილება, პენსიონერ პირებსა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს, დაახლოებით, 400 000 ადამიანს შეეხება. 2024 წელს, პროგრამის ბიუჯეტი, 60 მილიონ ლარამდე იქნება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

აზარაშვილის თქმით, ცვლილების მიზანი მედიკამენტებზე, მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ჯიბიდან გადახდების კიდევ უფრო შემცირებაა.

ჯანდაცვის მინისტრმა, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამაზეც ისაუბრა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდება.

„პრემიერ - მინისტრის ინიციატივა იყო, მოქალაქეებს, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობა ჰქონოდათ. როგორც კი ეჭვი გაჩნდება სიმსივნესთან დაკავშირებით, სახელმწიფო, სრულად დააფინანსებს დიაგნოზის დასმისთვის საჭირო პროცედურებს. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, პირველ რიგში, უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ და ასევე, უფრო ეფექტიანად დაიხარჯოს ბიუჯეტის სახსრები“, - განაცხადა ზურაბ  აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics