17:39 - 03 Jul, 2026
|
2023-12-20 09:22:37, 1348 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 19 დრონიდან 18 გავანადგურეთ
უკრაინამ, 20 დეკემბრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 19 დრონიდან 18 გაანადგურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს. საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება ყირიმიდან დაფიქსირდა. "20 დეკემბრის ღამეს ოკუპანტებმა ყირიმიდან დრონები გაუშვეს. სულ დაფიქსირდა Shahed-136/131-ის ტიპის 19 უპილოტო საფრენი აპარატიდან 18-ის ჩამოგდება. თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საბრძოლო თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფები. დრონები ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, ხმელნიცკის, კიევის, ჩერნიგოვისა და კიროვოგრადის რაიონებში ჩამოვაგდეთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)