01:09 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 19:22:36, 726 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკიმ EU-ის ლიდერებს მიმართა - დღეს ერთ რამეს გთხოვთ - ხალხს და მათ რწმენას ევროპის მიმართ არ უღალატოთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის მონაწილე ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებს დისტანციურად ვიდეოს სახით მიმართა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ ყველა ვალდებულება შეასრულა და ევროპას დაპირებების შესრულებისკენ მოუწოდა.

„დღეს ერთ რამეს გთხოვთ - არ უღალატოთ ხალხს და მათ რწმენას ევროპის მიმართ. თუ არავის სჯერა ევროპის, რა დაეხმარება ევროკავშირს გადარჩენაში? ევროპაში ხალხი ვერ ნახავს სარგებელს, თუ მოსკოვი ბრიუსელიდან პასს მიიღებს უკრაინის მიმართ ნეგატივის სახით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო გაფართოების პაკეტზე მსჯელობს. გაფართოების პაკეტი, რომელიც 10 ქვეყანას ეხება, მათ შორის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასევე უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას მოიცავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics