15:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 15:00:17, 606 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია GITI ჩატარდა

"თიბისის" მხარდაჭერით, 11-12 დეკემბერს საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. კონფერენციის მიზანია, საქართველოში მნიშვნელოვანი IT პროექტები წარმოაჩინოს, რაშიც არა მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლეები იგულისხმება, არამედ რეალური ცვლილებების შესახებ საუბარია.

მთლიანობაში, ღონისძიებამ გააერთიანა კონფერენცია, სადაც სხვადასხვა მიღწევებზე პრეზენტაციების მეშვეობით ისაუბრეს, საგამოფენო სივრცე, სადაც კომპანიები და ორგანიზაციებმა თავიანთი პროდუქტები, საინფორმაციო მასალები წარმოადგინეს — შესაბამისად, დამსწრე აუდიტორიას საშუალება მისცეს უფრო დეტალურად გაეგოთ ინოვაციების შესახებ.

წელს "თიბისიმ" მსმენელებს კიდევ უფრო განსხვავებული გამოცდილების მიღების საშუალება მისცა. კონფერენციაზე საკუთარი გამოცდილება Thoughworks-ის წარმომადგენელმა გააზიარა. Thoughtworks-ი საერთაშორისო ტექნოლოგიური და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც  ახალი ტექ გადაწყვეტებით ორგანიზაციებში ცვლის არსებულ ხედვებს, პროცესებს ტექ პროდუქტის შექმნისას და ამკვიდრებს ისეთ სტანდარტებს, რომელიც მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების მომტანია.

„თიბისი" როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ კომუნის დიდი მხარდამჭერია, რიგი ციფრული ტრანსფორმაციების ფონზე კი, ღონისძიების მთავარი საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამავდროულად, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების გასაზიარებლადაც მზად ვართ — გვსურს, კომპანიებს მაქსიმალურად მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ცოდნა სათავისოდ გამოიყენონ",- აცხადებს ეკა სანაძე, "თიბისის" გამოწერის ბიზნესის მიმართულების კაპიტანი.

GITI კონფერენცია ICT და IT ინოვაციების სფეროში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პირველი ღონისძიებაა, რომელსაც ტრადიციულად 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. 

"თიბისისთვის", როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, პრიორიტეტად რჩება მომხმარებელი, რის გამოც კომპანია ტექნოლოგიურ პროგრესსა და მუდმივი ცვლილებებით ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, "თიბისისთვის" მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, სადაც საერთაშორისო მოთამაშეებთან თანამშრომლობის უნიკალური გამოცდილება მომხმარებელს ყოველდღიურ პროცესებს გაუმარტივებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics