15:27 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 09:52:40, 686 ნახვა

საზოგადოება
მერია - დედაქალაქში ახალი ილუმინაციების მოწყობა სრულდება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის პროცესი გრძელდება. ახალი ილუმინაციების მოწყობა მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, სადაც ბოლო სამონტაჟო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორთან, დავით ფაჩულიასთან ერთად გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კალაძის მერის თქმით, თბილისის მოსახლეობას და სტუმრებს სასიამოვნო სადღესასწაულო დღეები ელის.

„საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს ჩვენს ქალაქში. 15 დეკემბერს, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდება. ამავდროულად, საახალწლო ილუმინაციები ჩაირთვება. მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, საღამოს რვა საათზე, სადაც გაიმართება ნაძვის ხის ანთების ღონისძიება. ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატებული მომავალი, მშვიდობა და კეთილდღეობა. გარდა ამისა, 16 დეკემბერს, ორბელიანის მოედანსა  და მიმდებარე ქუჩებზე გაიხსნება საახალწლო სოფელი. საზოგადოებას ვპირდებით სასიამოვნო დღეებს. საახალწლო სოფელში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება, წარმოდგენები, კონცერტები. ყველანაირად სასიამოვნო გარემო იქნება.  გვესტუმრება თოვლის ბაბუაც, რომელიც თავის სახლში განთავსდება. პატარებს კი ექნებათ შესაძლებლობა, მოინახულონ ის და თავისი სურვილები გაუმხილონ“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ განთავსებული მთავარი ნაძვის ხეც დაათვალიერა, რომლის კონსტრუქცია, განათებები და აქსესუარებიც ახალია. თბილისის ქუჩებში სადღესასწაულო განათებები, მთავარ ნაძვის ხესთან ერთად 15 დეკემბერს 20:00 საათზე აინთება.

ამ დროისთვის ილუმინაციებისა და კონსტრუქციების მონტაჟი 51 ქუჩასა და გამზირზე დასრულებულია, 10 ქუჩაზე კი საახალწლო აქსესუარები უახლოეს დღეებში დამონტაჟდება.საახალწლო დეკორაციები მოსახლეობას 50-მდე სკვერში დახვდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics