03:41 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 16:04:30, 760 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს.

TASS-ის ცნობით, შესაბამისი თხოვნით რუსეთის პრეზიდენტს თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, არტემ ჟოგამ მიმართა.

"მოხარულნი ვართ, რომ პრეზიდენტმა შეისმინა ჩვენი თხოვნა კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით, მთელი რუსეთი უჭერს მას მხარს", - განაცხადა ჟოგამ.

მედიის ცნობითვე, ვლადიმერ პუტინის ამჟამინდელი უფლებამოსილებები 2024 წლის 7 მაისს სრულდება.

ცნობისთვის, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics