|
2023-11-30 15:03:29, 989 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა შოპის“ მეშვეობით საბურავების შეკვეთა უკვე ევროპიდან არის შესაძლებელი
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს საბურავების შეძენის ახალ გამოცდილებას სთავაზობს. კომპანიის ონლაინმაღაზიას, shop.tegetamotors.ge-ს, ახალი ფუნქცია დაემატა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია, საბურავები პირდაპირ ევროპიდან „თეგეტა შოპის“ ვებგვერდის საშუალებით გამოიწეროს. უცხოურ მარკეტებზე საბურავების შეკვეთა თეგეტას ფილიალებში აქამდეც შესაძლებელი იყო, თუმცა ახლა მომხმარებელს შეკვეთის გაფორმება სახლიდან გაუსვლელადაც შეეძლება. ნიკა მამუკაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „სანამ „თეგეტა შოპს“ ახალი ფუნქცია დაემატებოდა, საბურავების შესაკვეთად მომხმარებელს ფილიალში მოსვლა უწევდა. შეკვეთის სრული პროცესის გავლა, დაწყებული შერჩევიდან დასრულებული მოთხოვნის გაგზავნამდე, გარკვეულ ვადებს მოითხოვდა და მომხმარებელს დადასტურებულად დაახლოებით ორ დღეში ვატყობინებდით პასუხს ხელმისაწვდომობაზე, ფასსა და ჩამოტანის ვადებზე. ახლა ეს პროცედურა გამარტივებულია და მომხმარებელი ონლაინ, მოკლე დროში აფორმებს შეკვეთას. შესაბამისად, ზოგავს დროს და აქვს წვდომა უფრო ფართო ასორტიმენტზე. აქვე ვიტყვი, რომ მომხმარებელს შეუძლია, შეუკვეთოს როგორც „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში არსებული, ისე ისეთი ბრენდის საბურავები, რომლებიც ჩვენს პორტფელში არ გვაქვს ან ამჟამად არ არის ადგილზე. ახალ კონცეფციაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პირდაპირი წვდომა გვაქვს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწყობის მარაგზე, რომელიც გადმოტანილია „თეგეტა შოპზე“. საბურავების შეკვეთის პროცესი თეგეტას ონლაინმაღაზიაში რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე მომხმარებელი „თეგეტა შოპზე“ არჩევს სასურველ საბურავს, რაოდენობას და განათავსებს შეკვეთას. ამის შემდგომ შეკვეთა მიდის საბურავების გუნდის შესყიდვების ოპერატორთან, რომელიც ამოწმებს პროდუქციის ხელმისაწვდომობას, ადასტურებს შეკვეთას და მომხმარებელს უგზავნის შეტყობინებას, რომ საბურავები შეკვეთილია. ნიკა მამუკაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „ვფიქრობ, ახალი სერვისი მაქსიმალურად კომფორტულია ჩვენი მომხმარებლებისთვის. თუ მათ ისეთი საბურავების შეკვეთა უნდათ, რომელიც ჩვენს მარაგში არ არის, შესაკვეთად ფილიალებში მოსვლა აღარ დასჭირდებათ და სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ შეძენას. პროდუქციის ჩამოტანას სტანდარტულად 20-25 დღე სჭირდება. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ შესასყიდი ფასის ნახვაც იქვე, ონლაინ არის შესაძლებელი“. „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში საბურავების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. კომპანია მსოფლიოში წამყვანი ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური იმპორტიორია ქვეყანაში, როგორებიცაა: „ბრიჯსტოუნი“, „მიშლენი“, „კონტინენტალი“ და „იოკოჰამა“. მათ შორის ფლაგმანი „ბრიჯსტოუნია“, რომელთანაც თეგეტა უკვე 25 წელია პარტნიორობს და მისი ოფიციალური იმპორტიორია ქვეყანაში.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)