08:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 21:59:21, 682 ნახვა

მსოფლიო
მედია - „ჰამასმა“ წითელი ჯვრის ორგანიზაციას 10 მძევალი გადასცა

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ მძევლების მეხუთე ჯგუფის 10 მძევალი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ვარაუდობენ, რომ "ჰამასს" ღაზაში მძევლად დაახლოებით 150 ადამიანი კვლავ ჰყავს.

სამშვიდობო ზავი კიდევ 24 საათი გაგრძელდება. პარალელურად, ისრაელის ციხეები დღეს და ხვალ 60 პალესტინელმა უნდა დატოვოს.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ დაახლოებით 240 ადამიანი გაიტაცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics