02:23 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 10:06:04, 694 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს უმასპინძლეს

​საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები იმყოფებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილეს, საჰაერო ძალების სარდალ გენერალ-ლეიტენანტ რამიზ ტაჰიროვსა და აგილ გურბანოვს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ უმასპინძლეს.

„გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მჭიდრო პარტნიორობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები.

ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამხედრო მრეწველობისა და საჰაერო თავდაცვის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.

ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. სტუმრები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრ „დელტასაც” ეწვივნენ და მის პროდუქციასა და საწარმოო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics