15:24 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-12 15:07:25, 798 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძევლებს გაათავისუფლებენ

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ჰამასი" მძევლებს გაათავისუფლებს,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, მანამდე, ისრაელის ბრძოლა ღაზაში "ჰამასის" დასამარცხებლად, "სრული ძალით" გაგრძელდება.

„ომი [ჰამასის] წინააღმდეგ მთელი ძალით მიიწევს წინ და მას ერთი მიზანი აქვს, გამარჯვება. გამარჯვების ალტერნატივა არ არსებობს",- ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, ღაზას სექტორში 239 მძევალი იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics