14:12 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 17:42:45, 701 ნახვა

საზოგადოება
ჰანს კლუგე, ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმებზე - ეს არის ქმედითი პოლიტიკა, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობის ფინანსურ დაცულობაზე

პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის დანერგვით, მედიკამენტების ფასების რეგულირებისა და ონკოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, ასახავს იმ პოლიტიკის ძალას, რომელიც მიმართულია საყოველთაო ჯანდაცვის  უზრუნველყოფისკენ, - აღნიშნულის შესახებ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილისათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰანს კლუგემ, ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად , ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა.

„ეს არის ქმედითი პოლიტიკა, რომელიც უშუალო, ხელშესახებ გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობის ფინანსურ დაცულობაზე და წარმოშობს ჩვენთვის ოპტიმიზმს, მხარი დავუჭიროთ სხვა წევრ სახელმწიფოებსაც ამ სფეროებში რეფორმების გატარებისას.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჯანმრთელობას მსოფლიო ორგანიზაციის მზადყოფნას, ნებისმიერ დროს, მხარი დაუჭიროს საქართველოს მიმდინარე და დაგეგმილი  რეფორმების განხორციელების პროცესში“, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.

ჰანს კლუგემ, საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის,  ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს,  მის მოადგილეებს თამარ გაბუნიასა და ილია ღუდუშაურს მადლობა გადაუხადა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics