|
2023-11-09 15:18:31, 620 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის მონაწილეებმა შედეგები დასკვნით ღონისძიებაზე შეაჯამეს
დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის მონაწილეებმა განვლილი დღეების შედეგები დასკვნით ღონისძიებაზე შეაჯამეს. წარმოდგენილი იყო შემაჯამებელი პრეზენტაციები და მოსაზრებები. ხელი მოეწერა გარემოსდაცვით დეკლარაციას, რითაც მონაწილეებმა გამოხატეს მზაობა, შეასრულონ სამიტის ფარგლებში გაჟღერებული რეკომენდაციები. მთავარმა მომხსენებლებმა, Goldman Environmental Prize-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ სატონმა და Jurney with Purpose-ის დამფუძნებელმა, დუნკან გროსარტმა ყურადღება გაამახვილეს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის საკითხებზე; ასევე, დაცული ტერიტორიების როლზე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, განვლილი სესიების შეჯამებისას, მადლობა გადაუხადა მონაწილეებს ჩართულობისა და აქტიურობისთვის და აღნიშნა, რომ სამიტზე სესიების და კონკრეტული პანელების ფარგლებში განხილული საკითხები და მიღებული შედეგები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დაცული ტერიტორიების მართვის მეთოდების დახვეწაში, მათ კონსერვაციასა და განვითარებაში, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. „სამიტი კიდევ ერთი მიზეზის გამო არის უპრეცედენტო: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეგიონის - კავკასიის, ასევე, აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში, ყველანი ერთად არასდროს დავმსხდარვართ მრგვალ მაგიდასთან და, შესაბამისად, ერთობლივად არ გვიმსჯელია ჩვენი საერთო გამოწვევების შესახებ. შესაბამისად, მინდა მივმართო მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებსა და არა მარტო მათ: ამაყი ვარ, რომ დღეს ბორჯომის სამიტმა შეგვკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეგიონი არც ისე დიდია, გვაქვს მრავალფეროვანი ეკოსისტემა და მრავალფეროვანი გამოცდილება. დღეს ჩვენ ერთმანეთს ამ გამოცდილებას სიამოვნებით ვუზიარებთ“, - აღნიშნა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)