17:35 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 18:35:20, 972 ნახვა

მსოფლიო
„ჰეზბოლას“ ლიდერი ნასრალა - ეს ომი არის ყველაზე დიდი ომი, რომელიც ალაჰის სახელით მიმდინარეობს

ტერორისტული გაერთიანება „ჰეზბოლას“ მეთაურმა,  ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ ისინი  უნდა დაეხმარონ ჰამასს გამარჯვებაში და ომის შეჩერებაში.

ამის შესახებ. „ჰეზბოლას“ ლიდერმა სპეციალურ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

„თუ  ჩვენ გვსურს ბრძოლა სრული ლეგიტიმურობით, არ არსებობს ამისთვის უკეთესი შესაძლებლობა გარდა ბრძოლისა სიონისტების წინააღმდეგ. ეს არის ერთადერთი ომი, რომელიც იმსახურებს ბრძოლას. ეს ომი არის ყველაზე დიდი ომი, რომელიც ალაჰის სახელით მიმდინარეობს", - აცხადებს ტერორისტების ლიდერი.

 ნასრალა ამბობს, რომ "ჰამასის" მოულოდნელი თავდასხმა სამხრეთ ისრაელზე 7 ოქტომბერს იყო 100%-ით პალესტინელთა დაგეგმილი და კარგი მოულოდნელობა აღმოჩნდა წინააღმდეგობის ღერძისთვის, „ჰეზბოლას“ და ირანის ჩათვლით, რომლებსაც მისი თქმით,  წინასწარ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა ოპერაციის შესახებ.

მან მოუწოდა ყველა არაბულ ქვეყანას შეწყვიტონ ნავთობის გაყიდვა და გაგზავნა შეერთებულ შტატებსა და ისრაელში. ჰასან ნასრალა აცხადებს, რომ ლიბანის ფრონტზე ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დასაწყებად  "ყველა განსახილველი ვარიანტი მაგიდაზეა"

ნასრალას თქმით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის შეიარაღებულ ძალებთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფარგლებში ამ დროისთვის უკვე დაღუპულია „ჰეზბოლას“ სულ მცირე  57  მებრძოლი.

„თუ ამერიკას სურს რეგიონული ომის თავიდან აცილება, ღაზაზე აგრესია უნდა შეწყდეს. ვარწმუნებ ამერიკელებს, რომ  რეგიონული ომის შემთხვევაში მათი ხომალდები და საჰაერო ძალები ძვირ ფასს  გადაიხდიან. ამერიკელებს ვეუბნები, გაიხსენონ თავიანთი დამარცხებები ავღანეთსა და ერაყში“, - ამბობს ტერორისტების მეთაური.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics