21:13 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 09:41:22, 735 ნახვა

მსოფლიო
CNN - ღაზას სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 12 სატვირთო მანქანა შევიდა

ღაზას სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 12 სატვირთო მანქანა შევიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციუას CNN წითელ ჯვარზე დაყრდნობით ავრცელებს.

წითელი ჯვრის საზოგადოების განცხადებით, მას შემდეგ, რაც ეგვიპტემ რაფაჰის გამშვები პუნქტი გახსნა, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 74 სატვირთო მანქანა შევიდა.

მათივე ცნობით, მანქანებში იყო წყალი, საკვები, მედიკამენტები და სამედიცინო მარაგი, მაგრამ არა - საწვავი.

როგორც CNN წერს, ისრაელი აცხადებს, რომ საწვავის მიწოდების შემთხვევაში, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ მას სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა, ხოლო 23 ოქტომბერს, ღაზას სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანების მეორე და მესამე კოლონებიც შევიდნენ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ეგვიპტე უარს ამბობდა, კორიდორი გაეხსნა პალესტინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობდნენ. ამასთან, ოფიციალური კაირო აშშ-სთან ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას განიხილავდა.

ამასთან, 18 ოქტომბერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics