21:14 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 20:05:35, 687 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის საგარეო - ერდოღანის მცდელობა, დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია, ვერ ცვლის უდაო ფაქტს, რომ „ჰამასი“ = ISIS

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ლიორ ჰაიათი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას გამოეხმაურა.

ისრაელის საგარეო უწყების სპიკერის თქმით, თურქეთის პრეზიდენტის მცდელობაც კი, რომ "დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია და მისი განცხადებები არ შეცვლის იმ საშინელებას, რომელსაც მთელი მსოფლიო შეესწრო და უდაო ფაქტს, რომ  „ჰამასი“ = ISIS".

"ჰამასი არის ამაზრზენი ტერორისტული ორგანიზაცია, IS*-ზე უარესიც კი. ის სასტიკად და განზრახ კლავს ჩვილებს, ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს, მძევლად აიყვანეს მშვიდობიანი მოსახლეობა და იყენებს საკუთარ ხალხს ცხოველურ ფარად. თურქეთის პრეზიდენტის მცდელობაც კი დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია და მისი განცხადებები არ შეცვლის იმ საშინელებას, რომელსაც მთელი მსოფლიო შეესწრო და უდაო ფაქტს, რომ „ჰამასი“ = ISIS", - წერს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

შეგახსენებთ, ერდორანმა დღეს განაცხადა, რომ "ჰამასი" ტერორისტული ორგანიზაცია არ არის და ეს არის მოჯაჰედების ჯგუფი, რომელიც იცავს თავის მიწებს". ამასთან ერთად, თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელში ვიზიტიც გააუქმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics