22:28 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 11:27:36, 637 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის ელჩი - ისრაელი გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე უარს იტყვის

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადების გამო, ისრაელი გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე უარს იტყვის. 

ამის შესახებ გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა განაცხადა.

”მისი შენიშვნების გამო, ჩვენ უარს ვიტყვით გაეროს წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე.  ვიზაზე უარი უკვე ვუთხარით გენერალური მდივნის მოადგილეს ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსს. დადგა დრო, მათ გაკვეთილი ვასწავლოთ",- აცხადებს ელჩი. 

ცნობისთვის, მანამდე, ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის გადადგომა მოითხოვა. ერდანმა ეს მოწოდება მას შემდეგ გააჟღერა, რაც გუტიერეშმა ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე სიტყვით გამოსვლის განაცხადა, რომ "ჰამასის" თავდასხმები "ვაკუუმში არ მომხდარა" და რომ პალესტინელები "56 წელია ოკუპაციას ექვემდებარებიან".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics